თავში

"რიონის ხეობის მცველები" თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ

"რიონის ხეობის მცველები" თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ
რიონის ხეობის მცველები თბილისში საპროტესტო აქციას გამართავენ

"რიონის ხეობის მცველის" ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

გოლეთიანის თქმით, აქცია განგრძობადი იქნება და რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები თბილისში დასარჩენად ემზადებიან. 

"23 მაისს უნდა შევიკრიბოთ ბევრნი. მეტი სიმრავლე არის მნიშვნელოვანი. რესპუბლიკის მოედანზე იქნება ჩვენი აქცია და შეკრებას დავიწყებთ 14:00 საათზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ თვითორგანიზებით და ალბათ ყველაზე მეტად ამ პროცესში ეს არის სასიამოვნო. ამასთან, ეს იქნება განგრძობადი აქცია. ადამიანები რაიონებიდან ემზადებიან წამოსასვლელად და დასარჩენად. 23 მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ ჩვენი სიმრავლე მისთვის ვერ იქნება დაძლეული კარგად ნაცადი ხერხით. საუბარია შავ პიარსა და ტალახის სროლაზე ჩვენი მიმართულებით", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system