თავში

“რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს

“რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს
“რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს

ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, ორგანიზატორებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე არ დაუშვეს- ამის შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა report.ge-სთან  საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა განუმარტეს, რომ ის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამო მოსთხოვეს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.

"მითხრეს , რომ მე ვარ ოპოზიციური პარტიასთან დაკავშირებული, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, ჩემი იქ ყოფნა მათთვის არ არის სასურველი, და უნდა დამეტოვებინა ის ადგილი, ეს ხდებოდა ქუთაისში, თეატრის წინ. აქციის მონაწილეები, იმ მომენტში ვინც იყვნენ იქ, ყველა ხედავდა ამ ამბავს, მარტო არ ვყოფილვარ ოთხნი ვიყავით, როცა პროვოკაციის და ჩხუბის სუნი მეცა მეც და ჩემმა მეგობრებმა უკან დავიხიეთ , ასე იყო საჭირო, თბილისიდან ჩასულებმა დავტოვეთ ტერიტორია და დავბრუნდით უკან. ან რომელი პოლიტიკოსი ჩემში ნახეს, ან რომელი პოლიტიკასთან დაკავშირებული პირი",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა report.ge-სთან საუბარში. 

ცნობისთვის, რიონის ხეობაში, 170 დღეს ადამიანები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system