თავში

რისკები ტატუს გაკეთებისას - ზაზა თელიას რეკომენდაციები

რისკები ტატუს გაკეთებისას - ზაზა თელიას რეკომენდაციები
რისკები ტატუს გაკეთებისას - ზაზა თელიას რეკომენდაციები

ექიმი ზაზა თელია  "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ტატუირებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს და იმ რისკების შესახებ წერს, რაც შესაძლოა, ტატუს გაკეთებას ახლდეს თან. 

მედიკოსი რეკომენდაციებს აქვეყნებს:

"ტატუს გაკეთება - რეკომენდაციები და რისკები

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს არსებულ სამედიცინო რეკომენდაციებს, რომელიც დღეისათვის არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

თანამედროვე მსოფლიოში ძალზედ პოპულარული გახდა სხეულის ტატუირება.

ყოველთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოსმენა და რეკომენდაციების გათვალისწინება ექიმისგან ვიდრე დაუზუსტებელი და არასარწმუნო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროებიდან, მაგალითად მეგობრისგან, კომერციული ტატუს მხატვრისგან ან უფასო ინტერნეტ ვებ-გვერდიდან.

გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა განხილულ იქნას შემდეგი:

● ტატუს გაკეთებით მიღებული პოტენციური ხანგრძლივი შედეგები;

● წახალისება, ხელშეწყობა ტატუს გაკეთებამდე ადამიანი ელაპარაკოს ვინმეს ვისაც უკვე აქვს ტატუ და/ან იმას ვინც უკვე მოიშორა ტატუ;

• შეხსენება რომ ტატუ არის მუდმივი. შეთავაზება პირველად გაიკეთოს დროებითი ტატუ იმისათვის რომ დაინახოს თუ როგორია როდესაც გაქვს ტატუ;

• განხილულ იქნას ის სირთულეები რაც ტატუს მოშორებას ახლავს თან;

• ინფექციური და არაინფექციური გართულებების პოტენციალი;

• ინფორმაციის მიწოდება, რომ ტატუს სრულად მოშორება შესაძლოა ვეღარ შეძლონ;

● ტატუს გაკეთების უკუჩვენებები:

1. სისტემური იზოტრეტინოინით მკურნალობა (აკნეს მკურნალობა)

2. კელოიდის (ნაწიბურის) ფორმირების ისტორია ანამნეზში

3. მელანომის (კანის კიბო) არსებობა

4. კობნერის ფენომენის არსებობა (Koebner phenomenon) - კანის დაზიანების დროს გამონაყრის ფორმირება

5. იმუნური სისტემის დაავადებები (იმუნოკომპრომიტირებული მდგომარეობები)

6. სისხლდენის პრობლემები

ჯანმრთელობის რისკები:

1. ლოკალური ინფექცია - სტაფილოკოკი, მიკობაქტერია, ჰერპესი, პაპილომა ვირუსი - აქტივაცია; ყველაზე მეტი რისკია ტატუს გაკეთებიდან პირველი 3 კვირის განმავლობაში.

2. სისტემური ინფექცია - B და C ჰეპატიტი, HIV (შიდსი), ინფექციური ენდოკარდიტი (გულის ინფექცია), სეფსისი

კანის რეაქცია - შეძენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ტატუს პიგმენტზე, სკლეროდერმას-მსგავსი რეაქცია, გრანულომატოზური რეაქცია (იხილეთ მეორე სურათი - ზაზა თელიას პაციენტი - ბავშვი დროებითი ტატუთი რომელსაც განუვითარდა გრანულომატოზური რეაქცია საღებავზე), კელოიდის და ჰიპერტროფიული ნაწიბურის ფორმირება დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების ხშირია პერმანენტული ტატუების დროს, რომლის გასაკეთებლად პიგმენტში იყენებენ მეტალის მარილებს - ვერცხლისწყალი, ქრომი, კადმიუმი, კობალტი, ნიკელი.

მომზადება ტატუს გასაკეთებლად

● უნდა მოხდეს კანის გაწმენდა ალკოჰოლით და ბეტადინით (იოდი);

● ტატუს გაკეთების შემდეგ აუცილებელია ტატუირებულ ადგილას თეთრი ვაზელინი (Petroleum Jelly) წასმა ან სხვა იდენტური მალამოს გამოყენება სეროზულ-ჰემორაგიული სითხის გამოჟონვის პრევენციისათვის;

● აუცილებელია ტატუირებული უბანი გაწმენდილ იქნას 2-ჯერ დღეში ანტიმიკრობული საპნით

● ტატუს მოშუშებისათვის საჭიროა დაახლოებით 2 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში ინფექციის განვითარების რისკი მატულობს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ცურვა, წყალში ყოფნა, პირდაპირი შხაპი ტატუირებულ უბნებზე.

● უნდა მოერიდოთ მზის სხივებს, გამოიყენოთ მზის დამცავი თუ მზისგან მორიდება ვერ ხერხდება. ატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი რომელიც ტატუირებულ უბანთან ნაკლებ შემხებლობაში იქნებაკიბო - დღეისათვის ტატუს პიგმენტის ადგილობრივი ან სისტემური კანცეროგენური ეფექტი ზუსტად არ არის დადგენილი. 

ტატუს მელანის ზოგი კომპონენტი International Agency for Research on Cancer-ის მონაცემებით ადამიანისათვის კანცეროგენად (კიბოს გამომწვევი) ითვლება. ესენია მაგალითად - კადმიუმი და კადმიუმის კომპონენტები, კობალტის სულფატი და სხვა ხსნადი კობალტის მარილები, შავი ნახშირბადი (cadmium and cadmium compounds, cobalt sulfate and other soluble cobalt salts, carbon black).თუმცა ლიტერატურის მიხედვით (1938-დან 2018 წლის ჩათვლით) მხოლოდ 64 კანის კიბოს შემთხვევაა დაფიქსირებული ტატუს გაკეთებით გამოწვეული. უფრო მაღალი ხარისხის კვლევებია საჭირო ტატუს ზუსტი კანცეროგენურობის დასადგენად.

სხვა რეკომენდაციები;

● ჰემოლიზური კრიზი შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით (glucose-6-phosphate dehydrogenase deficiency), თუ ისინი ტატუს გაიკეთებენ.

● მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (მრგ) - შესაძლოა წვის შეგრძნება და ინტენსიური ტკვილი განვითარდეს ტატუირებულ პაციენტებში მრგ-ს ჩატარების დროს, რადგან კანის ტატუირებული უბნები შეიცავს მეტალის ოქსიდის მძიმე დეპოზიტებს ან რკინას ან ტიტანს.

თუმცა რისკი პატარაა

● ნევუსის (ხალის) მონიტორინგი - ტატუს გაკეთება ხალთან ახლოს ან უშუალოდ ხალზე ართულებს მასზე დაკვირვების პროცესს. ძნელდება შემჩნევა მელანომისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების დანახვის.

● მნიშვნელოვანი გამოყენებულ იქნას სტერილური ინსტრუმენტები სისტემური და ადგილობირივ ინფექციების განვითარების პრევენციისათვის;

● საჭიროა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტატუს გაკეთებამდე;

● არ უნდა იქნას გამოყენებული დასახატი მელანი (drawing ink)

● არ უნდა მოხდეს მელანის განზავება ტატუს გაკეთებამდე. თუ განზავება აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სტერილურ წყალში

● კანის გასარეცხად ან ხელსაწყოს გასავლებად არ გამოიყენოთ არა-სტერილური წყალი, მაგალითად ონაკის წყალი, ბოთლის წყალი, გაფილტრული წყალი, გამოხდილი წყალი

● მიყევით ასეპტიურ ტექნიკას - ხელის ჰიგიენა, ერთჯერადი ხელთათმანები და მელანის ერთჯერადი კონტეინერი

● პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკის მიღება არ არის რეკომენდირებული დამატებითი რეკომენდაციებისათვის, ასევე ტატუირებული კანის უბნის გაღიზიანების ან სხვა სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system