თავში

გუდაურში მყოფ სამ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გუდაურში მყოფ სამ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
გუდაურში მყოფ სამ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურისტებს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდგინდათ, - ამის შესახებ რესტორანი ,,მთვრალი ალუბალი" სოციალურ ქსელში წერს. 

რესტორანი მუშაობას წყვეტს და სტუმრებს აფრთხილებს.

,,ძვირფასო სტუმრებო,
დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ თავიანთი ვიზიტის განმავლობაში ყოველდღე დადიოდნენ რესტორან ,,მთვრალ ალუბალში".

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში, რესტორანი დაკეტილია, 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას...

ვინც ამ დღეებში იყავით ,,მთვრალ ალუბალში", გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას...

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება ...

გისურვებთ ჯანმრთელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system