თავში

რკინიგზაზე ავარიის გამო ოთხი რეისი გაჩერდა

რკინიგზაზე ავარიის გამო ოთხი რეისი გაჩერდა
რკინიგზაზე ავარიის გამო ოთხი რეისი გაჩერდა

საქართველოს რკინიგზის გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი ავარიულად დაზიანდა. 4 რეისის მატარებელი უკვე 3 საათზე მეტია სხვადასხვა მონაკვეთებზე გაჩერებულია. მგზავრები დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ მათი სტატუსები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, ოთხივე მიმართულებით გაშვებულია სამგზავრო ავტობუსები, რომლითაც მგზავრებს დანიშნლების ადგილამდე მიიყვანენ. 

თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი რეისებზე მყოფი მატარებლების მოძრაობის აღდგენისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system