თავში

რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგენილია

რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგენილია
რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგენილია

საქართველოს რკინიგზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შემდეგ მოძრაობა სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს. 

შეფერხება გუშინ საღამოს ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა. საკონტაქტო ხაზის დაზიანების შემდეგ მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. 

კომპანიის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდა. მოძრაობა ოთხივე მიმართულებით რამდენიმე საათში განახლდა.

"ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო. თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს".- ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system