თავში

როდის აღადგენს Wizzair ფრენებს საქართველოში

როდის აღადგენს Wizzair ფრენებს საქართველოში
როდის აღადგენს Wizzair ფრენებს საქართველოში

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენების აღდგენა იმ ქვეყნებზეა დამოკიდებული, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ გაუხსნიან საზღვარს. როგორც მინისტრმა განაცხადა, თუ ასეთი ქვეყნების არეალი გაფართოვდება, ფრენების აღდგენას აზრი ექნება. 

მინისტრის თქმით,  Wizzair-ი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველო მოწადინებულია, რომ ფრენები მალე აღდგეს. 

"Wizzair-ი არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელსაც აქვს თავისი შეზღუდვები და იმითაა მიმზიდველი, რომ ბილეთის ფასი არის დაბალი, ერთი და ორი ფრენა კვირაში მას არ შეუძლია, ეს მისი ბიზნესმოდელის საწინააღმდეგოა, ამიტომ თუ Wizzair-ი აღადგენს ფრენებს, ეს მოხდება მაშინ, როცა რამდენიმე მიმართულება გვექნება მაგიდაზე დადებული და შეთანხმებული, იციან, მუშაობენ ჩვენთან ერთად, ჩაერთნენ ახლა სოციალური ჩარტერების შესრულებაში. თუ მოგვეცემა საშუალება, გავაფართოვოთ არეალი, პირველ რიგში, wizzair-ის ფრენები აღდგება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system