თავში

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - კალაძის პასუხი

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - კალაძის პასუხი
როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - კალაძის პასუხი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე. ეს პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა ეტაპზე ვართ, რა შეიძლება იყოს საფრთხე და რა გამოწვევა არსებობს. გადაწყვეტილება მაშინვე იქნება მიღებული, როდესაც გაჩნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებლობა.

გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გარკვეული გახსნები დაწყებულია იმაზე ადრე, ვიდრე თავიდან იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი. აქაც მნიშნველოვანია, რომ იმ დროს როდესაც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აუცილებლია არ დაგვავიწყდეს, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ "მაესტროს" ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system