თავში

როდის დაიწყება 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია - განმარტება

როდის დაიწყება 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია - განმარტება
როდის დაიწყება 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია -  განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 12 წლის ზემოთ მოზარდების ჩართვაზე დასკვნა, მომავალ კვირაში იქნება მზად.  

მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები დასკვნის შემდეგ გადაწყდება.

"12 წლის ზემოთ მოზარდებზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში დასკვნა უნდა იყოს, ჩვენი იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, ყველას შევთავაზებთ, თუ შევთავაზებთ გარკვეულ ჯგუფებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system