თავში

როდის დაიწყება 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია - ტიკარაძის განმარტება

როდის დაიწყება 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია - ტიკარაძის
როდის დაიწყება 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია - ტიკარაძის განმარტება

ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის საბჭო ორშაბათს შეიკრიბება.

"ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system