თავში

როდის დაიწყება და დასრულდება თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა

როდის დაიწყება და დასრულდება თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა
როდის დაიწყება და დასრულდება თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა

თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მერიის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, ქუჩის კალათბურთის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ნახეთ, როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system