თავში

როდის გვეცოდინება არის თუ არა საქართველოში ახალი შტამი - იმნაძე დროს ასახელებს

როდის გვეცოდინება არის თუ არა საქართველოში ახალი შტამი - იმნაძე დროს ასახელებს
როდის გვეცოდინება არის თუ არა საქართველოში ახალი შტამი - იმნაძე დროს ასახელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი მაქსიმუმ 31 დეკემბერს გახდება ცნობილი. 

„დაწყებულია უკვე გენეტიკური სეკვენირება, გენეტიკური ანალიზი, მანქანა ახლაც მუშაობს, ღამეც, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას და ზეგ ალბათ, უკვე გვექნება საეჭვო რომ ვთქვით რამდენიმე შემთხვევა, იმ ნიმუშებზე პასუხი.

გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა მიმდინარეობს ჩვენთან და მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი.

დანარჩენი, თავის დაცვის საშუალებები, დამერწმუნეთ, იგივეა, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე,“- განაცხადა პაატა იმნაძემ ,,პალიტრანიუსის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system