თავში

როდის შემოვა საქართველოში ,,რემდესივირი" და გაიყიდება თუ არა აფთიაქებში

როდის შემოვა საქართველოში ,,რემდესივირი" და გაიყიდება თუ არა აფთიაქებში
როდის შემოვა საქართველოში ,,რემდესივირი და გაიყიდება თუ არა აფთიაქებში

პრეპარატი „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წამალი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება.

„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system