თავში

"როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს" - 112-ში 3000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის

"როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს" - 112-ში 3000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის
როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს - 112-ში 3000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორი ამბობს, რომ ცენტრში დღის განმავლობაში 3 ათასამდე არამიზნობრივი ზარი შედის, რაც ოპერატორის მოცდენას იწვევს.

მისი ინფორმაციით, 112-ზე დღეში 18 000 ზარი შედის.

"მინდა გითხრათ, რომ სტანდარტულ პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა, გაზრდილია მომართვიანობა. ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით, გაიზარდა მომართვიანობა და დღის განმავლობაში ჩვენ ვპასუხობთ და ვღებულობთ 18 000 ზარს. მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთი მთავარი გარემოება. მიუხედავად ეპიდსიტუაციისა და ასეთი გადატვირთული ფონისა, კვლავ ძალიან აქტუალურია არამიზნობრივი ზარები. ე.წ. ზარები, რომლის დროსაც ხდება ოპერატორის მოცდენა. დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დაახლოებთ 3 000 არამიზნობრივი ზარი. ისეთი ზარები, როგორიც არის მაგალითად - როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს, კონკრეტული რესტორანი რომელ საათამდე მუშაობს. ასეთი ზარები, რა თქმა უნდა, ქმნის შეფერხებას. ჩვენი თხოვნაა თითოეული მოქალაქისადმი, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად გამოვიყენოთ 112,“ - ამბობს გიორგი არსოშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system