თავში

როგორ ემზადება საქართველო კოვიდის მეორე ტალღისთვის

როგორ ემზადება საქართველო კოვიდის მეორე ტალღისთვის
როგორ ემზადება საქართველო კოვიდის მეორე ტალღისთვის

ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით უწყება დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. 

"მოლოდინი იმისა, რომ 4 თვეში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახდება პირობითად გერმანიის სისტემის მსგავსად მდგრადი, მე არ მაქვს, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. შევძლოთ და გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა ისე, რომ ქვეყანას არ დასჭირდეს გარკვეული საგანგებო ღონისძიებების ჩატარება. ეს მოგცემს საშუალებას, რომ რეგიონულ დონეზე მოვამზადოთ თითოეული ჰოსპიტალური ან პირველადი ჯანდაცვის სექტორი ისე, რომ ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობა შევძლოთ იმისათვის, რომ სამომავლოდ ყველა საავადმყოფომ შეძლოს ყველა ტიპის პაციენტის მომსახურება უსაფრთხოდ და ქვეყანას აღარ დასჭირდეს საავადმყოფოების იმგვარად მობილიზება, როგორიც ჩვენ გამოვაცხადეთ დღესდღეობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა პრობლემებს მეტად კომპლექსურად მივუდგეთ, ვინაიდან ამ პერიოდში დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის მდგრადობა და ხარისხობრივად მომზადება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გავუმკლავდეთ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა რისკებსა და საფრთხეებსაც, რომელიც შესაძლოა მომავალში დაგვიდგეს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system