თავში

როგორ გახდა ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიელი ბანკირის მსხვერპლი - Bloomberg ბიზნესმენთან ინტერვიუს აქვეყნებს

როგორ გახდა ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიელი ბანკირის მსხვერპლი - Bloomberg ბიზნესმენთან ინტერვიუს აქვეყნებს
როგორ გახდა ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიელი ბანკირის მსხვერპლი - Bloomberg ბიზნესმენთან ინტერვიუს აქვეყნებს

ამერიკული გამოცემა Bloomberg  შვეიცარიელი ბანკირის თაღლითობის საქმეზე  ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის ავტორი ივანიშვილს თაღლითობის მთავარ მსხვერპლად მოიხსენიებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, ის არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც ყოფილი ბანკირის გასამართლებისას ამტკიცებდა, რომ თითქოს დამნაშავე დამუკიდებლად მოქმედებდა. 

„კრედიტ სუის ჯგუფის“ ყოფილი ბანკირი არ იყო მარტოხელა მგელი, როგორც იგი კომპანიამ თაღლითობისთვის გასამართლებისას დაახასიათა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემთან მოდიოდა სამი ადამიანი, მოჰქონდათ ბალანსის ყალბი ამონაწერები. შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს გაეკეთებინა. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს ბანკი არ არის“, – ამბობს ივანიშვილი.

ლესკადრონის ყოფილი უფროსის მიერ 2018 წლის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების თანახმად, მას წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი მოადგილის ტყუილის შესახებ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ცნობისთვის „კრედიტ სუისი“,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მდიდარი კლიენტებისთვის დაახლოებით 760 მილიარდ დოლარს განკარგავს.

ივანიშვილი უჩივის ბანკს იმ 140 მილიონი დოლარის დარჩენილი ნაწილის მისაღებად, რომელიც, მისი თქმით, ლესკადრონის გამო დაკარგა, ჟენევის ერთ-ერთმა სასამართლომ კი მას ზარალის ასანაზღაურებლად მიაკუთვნა. მისი წარმომადგენლის თანახმად, ივანიშვილს 100 მილიონ დოლარზე მეტი ეკუთვნის.

სტატიის მიხედვით, სასამართლოს განაჩენის სხვადასხვა ასპექტები გასაჩივრების პროცესშია. ივანიშვილს არ სჯერა, რომ „კრედიტ სუისის“ ოდესღაც მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკირი კოლეგებისგან ასეთი ტყუილის დამალვას რვა წლის განმავლობაში ახერხებდა. 

ივანიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ შვეიცარიული ბანკის დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია, 1990-იანი წლების რუსული ბანკების შეუზღუდავ მეთოდებთან შედარებითაც კი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უწარმოებია ბიზნესი „ველურ რუსეთში და საქართველოს ბანკებში, მას არ განუცდია არაფერი იმის მსგავსი, რაც ნახა „კრედიტ სუისში“.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ისეთ ბანკს, როგორიც არის „კრედიტ სუისი“, მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო“, – ამბობს ივანიშვილი.

მხილების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ ბრძოლა სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდშიც კი განაგრძო, სადაც „კრედიტ სუისს“ აქვს მინდობილობითი ფონდები და სადაზღვევო ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა მისი თანების ინვესტირება. ივანიშვილი ამბობს, რომ საქმე ეხება არა ფულს („იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება“), არამედ პრინციპებს“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ივანიშვილი პირობას დებს, რომ რა დროც არ უნდა დასწირდეს ამ საქმის გამოძიებას, ყველაფრისთვის მზად არის და უკან არ დაიხევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system