თავში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა და სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა და სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა
როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა და სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 16 188 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 4 354 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 917 პაციენტში.

180 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 521, იმერეთში - 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 481, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 331 - აჭარაში.

11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system