თავში

როგორი ამინდი იქნება დღეს - 6 მაისის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება დღეს - 6 მაისის პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება დღეს - 6 მაისის პროგნოზი

6 მაისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იწვიმებს.

თბილისში ღამით +14 გრადუსი იქნება, დღისით კი +23 გრადუსი. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

ბათუმში იწვიმებს, ღამით +14, დღისით კი +17 გრადუსი იქნება. წვიმაა ზუგდიდში, სადაც ღამით +14, დღისით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ქუთაისში კი ღამით +13, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი.

თელავში, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +25 გრადუსი და წვიმა იქნება. +15 გრადუსი და წვიმა იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +29. სიღნაღში ღამით +14, დღისით კი +27 გრადუსი და წვიმა იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით +5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +11 გრადუსი სითბო იქნება. ცაგერში ღამით +10 გრადუსი, დღისით კი +15 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. +2 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +7 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system