თავში

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე
როგორი ამინდი იქნება უქმეებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ტემპერატურა 9 იანვარს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.

თბილისში 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. 

9 იანვრის მეტეოროლოგიური პროგნოზი ქალაქების მიხედვით: 

თბილისი +13 უმეტესად უნალექოდ.

თელავი + 15 უმეტესად უნალექოდ.

რუსთავი +13 უმეტესად უნალექოდ. 

სოხუმი + 14 უმეტესად უნალექო ამინდი

ზუგდიდი + 15 უმეტესად უნალექო ამინდი

მესტია +6 უმეტესად უნალექოდ.

ფოთი +16 უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი +16 უმეტესად უნალექოდ.

ოზურგეთი +17 უმეტესად უნალექოდ.

ქუთაისი +15 უმეტესად უნალექოდ. 

ამბროლაური +9 უმეტესად უნალექოდ.

ახალციხე +7 უმეტესად უნალექოდ.

ბორჯომი +10 უმეტესად უნალექოდ.

ბაკურიანი +8 უმეტესად უნალექოდ.

გორი +11 უმეტესად უნალექოდ.

ცხინვალი +11 უმეტესად უნალექოდ.

სტეფანწმინდა +5 უმეტესად უნალექოდ.

გუდაური +6 უმეტესად უნალექოდ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system