თავში

როგორი ამინდი იქნება 6 დეკემბრამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 6 დეკემბრამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება 6 დეკემბრამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 28 ნოემბერს ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 28 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 28 ნოემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system