თავში

როგორი იქნება "ადამიანი და მზის“ მონუმენტის განახლებული ტერიტორია აეროპორტთან - PHOTO

როგორი იქნება "ადამიანი და მზის“ მონუმენტის განახლებული ტერიტორია აერო
როგორი იქნება ადამიანი და მზის“ მონუმენტის განახლებული ტერიტორია აეროპორტთან - PHOTO

აეროპორტის გადასახვევთან მდებარე ადამიანისა და მზის მონუმენტის ტერიტორიაზე მიმიდნარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვლიერა.

მისი თქმით, სამუშაოები ნოემბერის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ პერიოდში მთლიანად ტერიტორია განახლებული, მოწესრიგებული იქნება.

მისივე ცნობით, ტერიტორიაზე ახალი ხე-მცენარეები, მწვანე სივრცეები, დეკორატიული აუზი, ახალი განათების სისტემა მოეწყობა.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ნოემბერში დასრულდება არა მხოლოდ მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ კახეთის გზატკეცილზე, ჯორჯ ბუჭის ქუჩასა და ევროპის ქუჩაზე (რომელიც აეროპორტის მიმართულებით მიდის) მიმდინარე სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მონუმენტის - „ადამიანი და მზე" რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 773 806 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system