თავში

როგორია ეპიდსიტუაცია და ვართ თუ არა პიკში - ინფექციონისტის განმარტება

როგორია ეპიდსიტუაცია და ვართ თუ არა პიკში -
როგორია ეპიდსიტუაცია და ვართ თუ არა პიკში - ინფექციონისტის განმარტება

ახლა ვიმყოფებით პიკში და ეს ორი კვირა ინფიცირების ასეთი დინამიკა გაგრძელდება, კარგია თუ უფრო არ მოიმატებს და 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ გვექნება დღის განმავლობაში, - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა.

გოგინავას თქმით, ქვეყანაში გარდაცვლილთა დღიური რაოდენობის მატება ფიქსირდება, რაც ძალიან საყურადღებოა, თუმცა 2-3 კვირაში ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად გარდაცვლილთა რაოდენობაც დაიკლებს. 

"ინფიცირებულების რაოდენობით დაახლოებით ერთ დიაპაზონში ვართ, 1500-დან 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად, მაგრამ ახალი შემთხვევების სისტემატური და მყარი ზრდა არ არის, როგორც იყო შემოდგომაზე. დიდი ალბათობით ახლა ვიმყოფებით პიკში და ეს ორი კვირა ინფიცირების ასეთი დინამიკა გაგრძელდება, კარგია თუ უფრო არ მოიმატებს და 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ გვექნება დღის განმავლობაში. 

რაც შეეხება სიკვდილიანობის ზრდას, ეს ძალიან ცუდია, თუმცა მოსალოდნელი იყო. როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობის დღიური მაჩვენებელი გადასცდა 1500 პაციენტს ასეთ დროს დაახლოებით 20-დან 25-მდე გარდაცვლილი ფიქსირდება ხოლმე დღიურად, ამიტომ ეს არის წინა 3-4 კვირის გამოძახილი, როდესაც ახალი შემთხვევების ზრდა დაიწყო. თუ ჩვენ შემცირებისკენ წავალთ და შემთხვევების რაოდენობა მოიკლებს. მე ვვარაუდობ, რომ 2-3 კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება, მაგრამ დღეში 20-25 და ხანდახან მეტი ადამიანი რომ იღუპება, ჩვენი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და საყურადღებოა", - განუცხადა Report.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system