თავში

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა
როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა პირველ პაციენტთან შედარებით მსუბუქია, თუმცა საყურადღებო.

„მიმდინარეობს გამოკვლევები და პაციენტებთან შესაბამისი მკურნალობა დაწყებულია“, – აღნიშნა გოგიტიძემ.

მძიმე პაციენტს, რომელიც მდგომარეობაშია, ალადაშვილის სახელობის ლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკის ინფორმაციით, მას აღენიშნება დამწვრობა, მრავლობითი ექსკორიაციები, ჭრილობა მხრის, კისრისა და გულმკერდის არეში. კლინიკაში შეყვანისას პაციენტი გონზე იყო. 

შეგახსენებთ, ფილარმონიასთან მდებარე კლუბ "დეჟავუში" აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშაა. 

კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system