თავში

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში და სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში და სად გამოვლინდა
როგორია ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში და სად გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით ამ ეტაპზე 4 845 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 1 685 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირება მძიმედ მიმდინარეობს 325 პაციენტში.

67 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა და ისინი სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 791, აჭარაში - 229, იმერეთში - 271.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში - 141, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 45, აჭარაში - 2, იმერეთში - 6.

265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 - თბილისში, 65 - აჭარაში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 930 პირი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system