თავში

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მოძღვრის მდგომარეობა - VIDEO

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მოძღვრის მდგომარეობა
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მოძღვრის მდგომარეობა - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა, მოძღვარი კლინიკაში გუშინ მოათავსეს, მას მშრალი ხველა და ტემპერატურის მატება აღენიშნება. 

ასევე ინფიცირებულია სასულიერო პირის ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის ერთი მოძღვრის დაა, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის ექთანია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ბოჭორიშვილის კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რომელი მათგანი იყო ოჯახში ინფექციის პირველწყარო, მაკა სოლოღაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხს ეპიდემიოლოგები შეისწავლიან. 

„სასულიერო პირის კოვიდ-19-ის დიაგნოზი დადასტურებული აქვს. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი გადაედო დისგან, რომელიც არის მედდა. არ ვიცით, რომელს რომლისგან გადაედო. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს. ოჯახიდან კლინიკაში სულ სამი წევრია მოთავსებული. ოჯახის რომელი წევრია წყარო, ჯერ არ ვიცით. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური მიხედავს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, – თქვა მაკა სოლოღაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system