თავში

როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს ქირურგიულ განყოფილებაში გადავიყვანთ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, თქმით, ვიდრე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.

"გიდასტურებთ, რომ ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, მეორე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება",-განაცხადა კვაჭაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან ცოტა ხნის წინ წაიყვანეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system