თავში

როგორია ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც კვაჭაძემ აღნიშნა, ერთი პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობს.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გავწეროთ კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება",- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system