თავში

როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ქიმიოთერაპიის 2 თვიანი კურსი დაასრულა და ექიმები შედეგებით კმაყოფილები არიან. 

"რადგან საჯარო ჭრილში ვარ, თავი ვალდებულად მიმაჩნია მოგახსენოთ ჩემი მკურნალობის მიმდინარე სტატუსი. დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების, უკვე მეცხრე კურსიც კი მოვასწარი გამევლო, ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული ანალიზების. ამ თვეში გაირკვევა უკვე ამ მონაცემების შუალედური დინამიკა და, იმედი მაქვს, მეცოდინება, რამდენი ქიმია იქნება საჭირო და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ძვლის ტვინის გადანერგვას, მერე კიდევ რა იქნება, არ ვიცით.

ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიბრძვი, მხნედ ვარ, მადლობა ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც გავდივარ. ვნახოთ, რა იქნება,"-აცხადებს ვასაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system