თავში

როგორია მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში ნახეს

როგორია მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში ნახეს
როგორია მიტროპოლიტ ზოსიმეს მდგომარეობა, რომელიც უგონო მდგომარეობაში ნახეს

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გუშინ, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მიტროპოლიტს სწრაფმა ტესტმა კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა სხვა ინფექციებზე კვლევა მიმდინარეობს. თავდაპირველად, როგორც ექიმმა განმარტა, მისი მდგომარეობა ინსულტზე მიანიშნებდა, თუმცა საბოლოოდ კვლევებმა ინსულტის არსებობაც გამორიცხა. ექიმები მიტროპოლიტის კვებით ინტოქსიკაციას არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მისი გამოკვლევების უფრო დეტალური პასუხი დღის ბოლოს იქნება მზად. 

"პაციენტი შემოყვანილი იყო გუშინ, გონების დაბინდვის, მეტყველების გაძნელების და ძილიანობის ნისნებით, რაც იძლეოდა ეჭვს, რომ იყო ინსულტი, თუმცა ჩატარებულმა რადიოლოგიურმა კვლევებმა ეს არ დაადასტურა ეს დიაგნოზი. შემდგომში უკვე კვლევები გაგრძელდა სხვა მიმართულებით. სახეზეა ნიშნები, რომელიც გაფიქრებინებს ვიძიოთ ინფექციური და ტოქსიკური აგენტების არსებობა. შეიძლება ეს მოხვედრილიყო საკვებში, თუმცა პაციენტის გამოკითხვით არ დგინდება რაიმე ტოქსიური საკვების მიღება" - განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა.

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. სინოდის წევრი უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელ სახლში ნახეს

მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. განცხადების თანახმად, მეუფეს არ დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია და გამოირიცხა ინსულტი. საპატრიარქოს ცნობით, მეუფე თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს მკურნალობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system