თავში

როგორია ნიკოლოზ სააკაშვილის მდგომარეობა - გიორგი სააკაშვილის კომენტარი

როგორია ნიკოლოზ სააკაშვილის მდგომარეობა - გიორგი სააკაშვილის კომენტარი
როგორია ნიკოლოზ სააკაშვილის მდგომარეობა - გიორგი სააკაშვილის კომენტარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გეგმიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. 

მესამე პრეზიდენტის მამა სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

"ახლა თავს გრძნობს ძალიან კარგად. გუშინ ჰქონდა მოციმციმე არითმიის ნიშნები და გადავწყვიტეთ ოჯახმა, რომ გეგმიური შემოწმების მიზნით გადაგვეყვანა ერთი დღით კლინიკაში. დღესაც ვიყავი მისული, ვეკონტაქტე, ყველაფერი ნორმაშია და ხვალ გამოეწერება კლინიკიდან. ბუნებრივიც არის, სანერვიულო არ აკლია და გულზე ჰქონდა მოციმციმე არითმია", - ამბობს გიორგი სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system