თავში

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირადი ექიმის კომენტარი

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირადი ექიმის კომენტარი
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პირადი ექიმის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. 

როგორც ექიმმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საავადმყოფოში, კონსილიუმი გადაწყვეტს, რომელიც ხვალ შეიკრიბება. 

"გვესმოდა, რომ აქცია იყო აქ, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საკითხზე, ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. კონსილიუმის დროს ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი. დაახლოებით, დღის პირველ ნახევარში იქნება. 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს მერე. 

წნევის ცვალებადობა რა თქმა უნდა კარგი არ არის, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის, ამ მდგომარეობაშიც კი. დღეს უკეთესად დადიოდა კიბეზე. კონსილიუმმა უნდა გადაწყვიყოს საჭირო იქნება თუ არა ჰოსპიტალიზაცია და როდის. პოზიცია არ შეუცვლია, მაგრამ ესმის, რომ თუ ძალიან ავად გახდა, აბა რა უნდა ქნას. ანალიზები ყველა აღებულია, მზადაა, ახლა კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ამ ანალიზებს ვიზიტის წინ და შემდეგ გადაწყვეტს კომისია", - განუცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system