თავში

როგორია შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

როგორია შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა
როგორია შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

შატილის ავარიის დროს დაშავებული პაციენტებიდან ორი, შესაძლოა პარასკევის გაწერონ კლინიკიდან - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა report.ge-ს განუცხადა.

"ამ ეტაპზე ყველა პაციენტი რჩება კლინიკაში. სტაბილურად არიან. ალბათ პარასკევისთვის შეიძლება ორი მათგანი გაეწეროს კლინიკიდან" - განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა report.ge-ს განუცხადა დაშავერბულებიდან ორი თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა.

ლალი ტურძელაძის თქმით, სამივე მათგანი ადეკვატურია და გონზეა.

"ორი ჩამოვიდა განყოფილებაში, შესაბამისად ორი მათგანის გაწერა იგეგმება უახლოეს მომავალში ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივე უკეთესად არის, სამივე არის ადეკვატური და გონებაზეა"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system