თავში

რომელ ქალაქებსა და კლინიკებში შეძლებთ Pfizer-ით აცრას - მინისტრის განცხადება

რომელ ქალაქებსა და კლინიკებში შეძლებთ Pfizer-ით აცრას - მინისტრის განცხადება
რომელ ქალაქებსა და კლინიკებში შეძლებთ Pfizer-ით აცრას - მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია. 

მისივე თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა რამდენსაც ელოდნენ 29,500, რომელიც 14,000 პირზე გადანაწილდება.

"როგორც იქნა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, ის რაოდენობა, რასაც ველოდით 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქედან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია და პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება ისე, როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება, ამით რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს. 

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system