თავში

რომელ ქალაქში რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

რომელ ქალაქში რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან
რომელ ქალაქში რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები, პირველი თებერვლიდან ეტაპობრივად მოიხსნება:

დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის; სკოლების; მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;

პირველი მარტისთვის დაგეგმილია სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

აჭარაში ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის გამო, პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system