თავში

რომელ კატეგორიას აქვს საუკეთესო იმუნური პასუხი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რომელ კატეგორიას აქვს საუკეთესო იმუნური პასუხი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
რომელ კატეგორიას აქვს საუკეთესო იმუნური პასუხი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ყველაზე კარგი იმუნური პასუხი „ბუსტერიან“ ადამიანებს უდასტურდებათ ან მათ, ვინც გადაიტანა ინფექცია და აცრაც ჩაიტარა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„რასაკვირველია, ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ ორჯერ არიან აცრილები ან ბუნებრივად გადატანილი ინფექციის იმედად არიან და აცრას არ იკეთებენ,  სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, სამჯერ გაზრდილია რისკი, რომ „ომიკრონით“ ისევ დაავადნენ ნებისმიერ დროს, ინტერვალს მნიშვნელობა არ აქვს.

რასაკვირველია, გადატანიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, ინფიცირების რისკი იზრდება. შესაძლოა, ინფექცია დამთავრდეს და ორ კვირაშივე ავად გახდეს „ომიკრონის“ შტამით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაითვალისწინონ ეს. განსაკუთრებით მათ, ვინც გადაიტანა, 30 დღის შემდეგ გაიკეთონ აცრა“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system