თავში

რომელი აგრარული ბაზრები განაგრძობს და წყვეტს მუშაობას სამეგრელოში

რომელი აგრარული ბაზრები განაგრძობს და წყვეტს მუშაობას სამეგრელოში
რომელი აგრარული ბაზრები განაგრძობს და წყვეტს მუშაობას სამეგრელოში

6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხურება, – ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სენაკის ბაზარში მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კვლავ აღდგება სამუშაო პროცესი. რაც შეეხება ფოთისა და ზუგდიდის აგრარულ ბაზრებს, მოწერელიას განმარტებით, აღნიშნულ ბაზრებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამიტომ, მათი დახურვა არ იგეგმება. 

„ზუგდიდთან მიმართებაში მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. ამდენად სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური, მოხალისეები კიდევ უფრო გააძლიერებენ ზედამხედველობას იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს მდგომარეობა, რაც არის დღეს. ზუგდიდის აგრარულ ბაზართან დაკავშირებით ანგარიში, რაც ჩვენ მოვისმინეთ ყველა მხარისაგან, ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სენაკის ბაზართან დაკავშირებით. ფოთშიც გაუმჯობესებულია მდგომარეობა. შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ სენაკის აგრარული ბაზარი დროებით დაიხუროს, ვინაიდან იქ მდგომარეობის გაუმჯობესების დღესდღეობით არანაირი წინსვლა არ გვაქვს. ბაზრის ადმინისტრაციის მიერ არის სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი. როდესაც ეს ღონისძიებები გატარდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რეჟიმს. ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება“,- აგანაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ცნობისთვის, ალექსანდრე მოწერელიამ 1 აპრილს განაცხადა, რომ სამეგრელოში აგრარული ბაზრების მფლობელებს უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევდა. მისი თქმით, თუ მოქალაქეები არ დაიცავდნენ სოციალურ დისტანციას და ბაზრების მფლობელები არ შეასრულებდნენ სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სფერის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს, ასეთ შემთხვევაში ბაზრები დაიხურებოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system