თავში

რომელი ტესტი უნდა ჩაიტაროთ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში - გამყრელიძის რეკომენდაცია

რომელი ტესტი უნდა ჩაიტაროთ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში - გამყრელიძის რეკომენდაცია
რომელი ტესტი უნდა ჩაიტაროთ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში - გამყრელიძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტაროს. 

„ძალიან ბევრი ადამიანია გადამზადებული ქვეყანაში, მხედველობაში მყავს ექიმი, ექთანი, სხვა სამედიცინო პერსონალი, ვისაც ამ მარტივი ტესტის ჩატარების უფლება აქვს. თუ ანტიგენზე დამყარებული ტესტი გახლავთ დადებითი და ადამიანს აქვს სიმპტომები, მაშინ ის აღარ ექვემდებარება გადამოწმებას PCR ტექნოლოგიით, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს არავითარი სიმპტომები, მაინც მივიდა და გაიკეთა სწრაფი ტესტი და არის დადებითი, მაშინ ექიმის გადაწყვეტილებით მას შეიძლება ხელმეორედ აეღოს ნიმუში და გადამისამართდეს უკვე PCR ტექნოლოგიით გამოკვლევაზე. ასევე, როცა პაციენტს გამოხატული აქვს კოვიდის კლინიკური სიმპტომები და სწრაფი ტესტი იძლევა უარყოფით შედეგს, აქაც ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ ადამიანს აეღოს ხელმეორედ ნიმუში და ჩატარდება PCR გამოკვლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system