თავში

"როცა ათივე გაიზრდებით და ამ პოსტს ნახავთ, გახსოვდეთ..." - აკა სინჯიკაშვილი

"როცა ათივე გაიზრდებით და ამ პოსტს ნახავთ, გახსოვდეთ..." - აკა სინჯიკაშვილი
როცა ათივე გაიზრდებით და ამ პოსტს ნახავთ, გახსოვდეთ... - აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათ და-ძმას ახლა უკვე ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებოდათ.

"კარგი ამბები მთიდან.

ათივე და-ძმას უკვე თითქმის ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებოდათ. მივუტანეთ უამრავი პროდუქტი, რომელიც გაზაფხულამდე აუცილებლად ეყოფათ, ახალი ტანსაცმელი და არასდროს აღარ გადაიხდიან გადასახადებს. ეყოლებათ ძროხა და ხბო მოსავლელად, ფოტოზე რომ ხედავთ, ცხოველებისთვის ვაშენებთ შენობას. ცოტა ამ ყველაფრის სახლამდე ატანა გაჭირდა, საშინელი გზის გამო. მეტი არაფერი. მაგრამ ყველა მოგვეხმარა, ვინც კი ახლომახლო იყო და ყველაფერი შევძელით.

ბავშვებს ექნებათ ჩვენი სამუდამო მხარდაჭერა და ესენიც ჩვენი ახალი დები და ძმები იქნებიან.

ასეთ უბედურებაში და საშინელ პირობებში გაზრდილები, როგორ არიან ასეთი კარგები, გულთბილები და მოსიყვარულეები.

თვითონაც მთელი გულით გვეხმარებიან საქმეში, როგორც შეუძლიათ. მარტო ამათი ყურებით არ მოიწყენ ადამიანი და არაფერი არ დაგეზარება, თუ ადამიანს რამე შეგიძლია.

როცა ათივე გაიზრდებით და ამ პოსტს ნახავთ, გახსოვდეთ, რომ აკას ძალიან უყვარხართ ათივე. თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი.

ყველას დიდი მადლობა.

ვინც როგორ შეძელით, მოგვეხმარეთ და ბავშვებს ბედნიერი დღეები აქვთ.

ამაზე მნიშვნელოვანი კი დედამიწაზე არაფერი არ არის.

სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system