თავში

რწმუნებულის მოადგილემ ხელფასი 14 სულიან ოჯახს აჩუქა

რწმუნებულის მოადგილემ ხელფასი 14 სულიან ოჯახს აჩუქა
რწმუნებულის მოადგილემ ხელფასი 14 სულიან ოჯახს აჩუქა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ზუგდიდში მცხოვრებ ბეჭვაიების 14 სულიან ოჯახს ხელფასიდან 500 ლარი აჩუქა. ბეჭვაიებს 11 შვილი ჰყავთ. მათ ზუგდიდის მერიისგან დღეს სასურსათო მარაგიც მიიღეს.

,,ამ პერიოდში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით, მხოლოდ ზუგდიდში 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო დახმარება, მე პირადად გადავწყვიტე ჩემი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადავცე ბეჭვაიების 11 შვილიან ოჯახს. მათ მიიღეს სასურსათო ნობათი მერიისგან. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ოჯახს ვისაც, ამ რთულ პერიოდში ამის საჭიროება აქვს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ზუგდიდის მერია მრავალშვილიან ოჯახებისთვის სახვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. ბეჭვაიები მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობენ, ასევე ჩართული არიან უფასო სასადილოს ყოველდღიურ მომსახურებაში.

„COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გააფართოვა სოციალური მიმართულება. უკვე 8 ათასამდე ოჯახმა მიიღო სასურსათო პაკეტი, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობას. თითოეული მოქალაქე იგრძნობს ძალიან აქტიურ მხარდაჭერას” - განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system