თავში

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი აღჭურვილობა გადასცეს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი აღჭურვილობა გადასცეს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი აღჭურვილობა გადასცეს

გლობალური გრანტის ფარგლებში რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს "როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა".რენტგენის ციფრული პორტატული აპარატი გადასცა. 

გადაცემის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მისი მოადგილე, ზუგდიდის მერი, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’ და „როტარი“ კლუბი თბილისის ხელმძღვანელობა დაესწრო.

"თქვენ სამედიცინო პერსონალი ხართ თანამედროვე სამყაროს გმირები, თქვენ იბრძვით წინა ხაზზე, ხშირად თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. მადლობა „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორს“, რომელმაც რუხს დღეს გადასცა თანამედროვე რენტგენის პორტატული აპარატი და მოუგვარა კლინიკას ეს საჭიროება. რუხი დღეს ემსახურება არამარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს და ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ აქვს“ - მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულმა მალხაზ თორიამ სამედიცინო პერსონალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system