თავში

რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიხსნა - PHOTO

რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიხსნა
რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიხსნა - PHOTO

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიხსნა. ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიება რუხის სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს. მისი მიზანი რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერა, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაცია და ხაჭაპურის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაა.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ 3 მეტრიანი გებჟალიისა და 4 მეტრიანი მაყალზე შემწვარი ხაჭაპურის დამზადების პორცესს. მოწყობილია სადეგუსტაციო მაგიდები, სადაც წარმოდგენილია მეგრული სამზარეულოს ნაწარმი.

მთელი საქართველოდან მოწვეული მზარეულები ერთმანეთს ხაჭაპურის მომზადებაშიც ეჯიბრებიან. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.

ხაჭაპურის ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით, და USAID პროექტი "ზრდას" ხელშეწყობით იმართება.

ღონისძიება მოიცავს ბავშვთა გასართობ და ეთნო მუსიკის პროგრამას. ფესტივალი სოფო ბათილაშვილის კონცერტით დასრულდება!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system