თავში

რუმინეთში გამოფენა - კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

რუმინეთში გამოფენა - კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა
რუმინეთში გამოფენა - კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ გაიხსნა

საქართველო - რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე „კულტურული ურთიერთობების 300 წელი: რუმინეთი-საქართველო“ წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ -კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.

გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ლივიუ კონსტანტინესკუმ, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა დან ნეკულაესკუმ, და სხვა სტუმრებმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-რუმინული მეგობრული ურთიერთობების სამსაუკუნოვან ისტორიაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system