თავში

რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავენ

რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავენ
რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება.

„2019 წელს დაწესებული აკრძალვა რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების საჰაერო გადაყვანაზე იყო ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით გამოწვეული იძულებითი ზომა. დარწმუნებულები ვართ, ეს ზომა დროებითია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი გამოიტანა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system