თავში

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა - PHOTO

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა - PHOTO
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა - PHOTO

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

პარლამენტის შენობასთან, სადაც დღეს სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს. 

სამოქალაქო აქტივისტები ტერიტორიაზე სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცია დაიცვან. 

აქციის ორგანიზატორები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ.

აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. 

აქცია სახელწოდებით "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" 19:00 საათზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system