თავში

რუსთავი 2: კომპანიის ფეისბუქის გვერდს უკანონოდ იყენებენ

რუსთავი 2: კომპანიის ფეისბუქის გვერდს უკანონოდ იყენებენ
რუსთავი 2: კომპანიის ფეისბუქის გვერდს უკანონოდ იყენებენ

სამაუწყებლო კომპანოა "რუსთავი 2" განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის ფეისბუქის გვერდს უკანონოდ იყენებენ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩნდება პოსტები, რომელსაც "მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს".

"უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები",-ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსთავი 2 ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილ უფროსს უპასუხისმგებლო ქმედებაში ადანაშაულებს და წერს, რომ ქმედება, შესაძლოა, კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

"ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს,"-წერია რუსთავი 2-ის განცხადებაში.

"მთავარი არხის" ფეისბუქ პოსტი რუსთავი 2-ზე ორჯერ გაზიარდა. როგორც პაატა სალია ამბობს, რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი ნოდარ მელაძეა, მიუხედავად იმისა, რომ მან სამსახური დატოვა.

9 სექტემბერს "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა დაიწყო.

რუსთავი 2-დან წამოსული თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა არხმა ეთერი 9 სექტემბერს, 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით გახსნა. საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ყოფილ წამყვანებს, დიანა ჯოჯუას და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ სახელწოდებით ახალი ტელევიზია რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციოს ხელმღვანელი და პოლიტიკური და გასართობი შოუების წამყვანები, მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამავე და მომდევნო დღეს რუსთავი 2 დატოვეს სხვა ძირითადმა სახეებმა და გუნდმა.

საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია არხმა 5 სექტემბერს მიიღო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system