
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გარდაცვლილია ოთხი წლის ბავშვი და საშუალო ასაკის ქალი. ასევე, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 წლის მოზარდი.
მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა, მეორე კი მთლიანად დაზიანებულია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ვაჩიბერაძე
ავტორი