თავში

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19 -ის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19 -ის ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19 -ის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი პაციენტი შუა ხნის ქალია, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა კოვიდ დიაგნოზით, ერთი გამოჯანმრთელებული კი გაეწერა. შედეგად, კვლავ 24 პაციენტი გვყავს კოვიდ დიაგნოზით. მათგან კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და ის გაეწერება. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ქვეყნის შიდა გადაცემას უკავშირდება. არის შუახნის ქალი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი არის ბოლნისის კლასტერიდან“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, 14 პაციენტი კი კვლევაში ჩასართველად ემზადება.

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system