თავში

სააღდგომო შეზღუდვები - რას გეგმავს მთავრობა

სააღდგომო შეზღუდვები - რას გეგმავს მთავრობა
სააღდგომო შეზღუდვები - რას გეგმავს მთავრობა

აღდგომის დღესასწაულისთვის რაიმე კონკრეტული შეზღუდვების გეგმა დღეს არ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე რჩება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ის, რაც არის ზოგადი წესები მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ეკლესიებში დასაცავად, ხალხმრავლობის შემცირებისა და ასევე გარე სივრცის გამოყენების კუთხით, ეს ძალაში რჩება, მაგრამ მეტ კონკრეტიკას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system