თავში

სააკაშვილი ჩასვეს ეტლში, იყო გაბრუებული საძილე საშუალებებით - გვარამია

სააკაშვილი ჩასვეს ეტლში, იყო გაბრუებული საძილე საშუალებებით - გვარამია
სააკაშვილი ჩასვეს ეტლში, იყო გაბრუებული საძილე საშუალებებით - გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში გადაყვანისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის  წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ის თავს სუსტად გრძნობდა, აღენიშნებოდა მაღალი წნევა და მიღებული ჰქონდა საძილე საშუალებები. 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილს თავიდანვე განუმარტეს, რომ ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ. ამასთან, გვარამიას ცნობით, სააკაშვილი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გზაში შეუძლოდ გახდებოდა, მას გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.  

"მიაკითხეს ეტლით და ჩასვეს ეტლში, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი იყო გაბრულებული, როგორც ჩანს საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა, როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ მივხვდი, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართნოდაო, ამიტომ არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. 

უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავში, მაგრამ ცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ დამუქრება წამებით. ანუ, თუ გაბედავ და ცუდად გახდები გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამეთო. ადამიანს ავად გახდომის უფლებაც აღარ დაუტოვეს" - განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system