თავში

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება - ლიზა იასკო

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება - ლიზა იასკო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეემჩნევა. მისივე განცხადებით, არსებობს კომპლექსური პრობლემები, რისთვისაც საჭიროა მკურნალობა. 

ლიზა იასკო აცხადებს ასევე, რომ სააკაშვილი შეშფოთებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის საკითხით. 

"გაკვირვებული ვარ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. ვხედავთ, რომ გადაადგილების კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა, სისუსტე და სხვა კრიტერიუმები არ იცვლება. ეს კომპლექსური პრობლემებია და საჭიროა მკურნალობა, რათა მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ეს ძალიან აღმაშფოთებელია და ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძესაც ვესაუბრე, რომელიც დღესაც აქ იმყოფება. საქართველოს მხრიდან სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით არაფერი ხორციელდება.

სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, რადგან სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები. საშინელია ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ასევე სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს, რადგანაც სიმართლეს ბოლომდე არ გვეუბნებიან, ვფიქრობ, შესაძლოა, რომ უბრალოდ ამ ინსტიტუტის ლიკვიდირება სურთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system